ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია ინნოვიტაში

ინნოვიტას შექმნის მთავარი მისია  მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ინოვაციური, ეკოლოგიურად მეგობრული გადაწყვეტილებების შეთავაზება იყო.

ინნოვიტას პროდუქცია გთავაზობთ ყველა შესაძლო უახლეს მიღწევებსა და ტექნიკურ მახასითებლებს. თითოეულ ჩვენს პროდუქტს ენერგო ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და შესაბამისად, საგრძნობლად ამცირებს მის მოხმარებას. ჩვენი პროდუქცია გაზის წვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებს, რომელიც ყველაზე სუფთა ბუნებრივი საწვავია.

ინნოვიტას პროდუქციის უმრავლესობა გათვლილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, თუმცა ჩვენი მაღალი სიმძლავრის დანადგარები კომერციული ფართებისათვის და კიდევ უფრო ფართო მოხმარებისთვსაც გამოსადეგია. ინნოვიტას პროდუქცია აკმაყოფილებს თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებას –  ცხელი წყალი და გათბობა.

ჩვენს პროდუქციას მსოფლიო კლასის მომსახურებით ვუზრუნველყოფთ, დაწყებული საინფორმაციო კონსულტაციებით, სისტემების დასრულებული დიზაინის შეთავაზებით და  მარკეტინგითა და მომსახურების სწავლებით დამთავრებული.

About-us-sup-01
About-us-sup-02

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ღირებულებები წარმართავს ჩვენს ურთიერთობებს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, აქციების მფლობელებთან და იმ საზოგადოებასთან, რომლის ნაწილსაც ჩვენ თავად წარმოვადგენთ.

ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობები ნდობაზეა დაფუძნებული. ინნოვიტა წარმატებული ურთიერთობების უწყვეტ ძიებაშია.  ეს ურთიერთობები ყოველთვის გამჭვირვალე და ღიაა. ინნოვიტაში, მივილტვით რა, რომ გუნდური თანამშრომლობა წინ წამოვწიოთ, ვაღიარებთ ერთმანეთის წვლილსა და ეფექტურობას საერთო საქმეში. ჩვენ გადაწყვეტილებებს ფაქტებზე დაყრდნობით ვიღებთ და პასუხს ვაგებთ ჩვენს ქმედებებზე. უწყვეტად ვსწავლობთ, ვასწავლით და ვნერგავთ სიახლეებს.

ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ  შევინარჩუნოთ და დავიცვათ იმ საზოგადოების კეთილდღეობა, რომელშიც ვმუშაობთ.

ჩვენი მოვალეობები

მოვალეობა ადამიანური რესურსების წინაშე

არ არსებობს კომპანია, რომელიც შეძლებს მიაღწიოს წარმატებას მაღალმოტივირებული და კარგად განსწავლული თანამშრომლების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვზრუნავთ ჩამოვაყალიბოთ ისეთი სამუშაო კულტურა, სადაც ყველაზე მეტად  გუნდური მუშაობის ღირებულებები, ერთგულება და გახსნილობა ფასდება.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლების განვითარებისთვის გაწეული ინვესტიცია ხელს უწყობს მათი პოტენციალის გახსნას და საშუალებას აძლევს მათ ღირებული წვლილი შეიტანონ კომპანიის წარმატებაში.

მოვალეობა მომხმარებლის წინაშე

ინნოვიტას მომოხმარებელი იმსახურებს, რომ მხოლოდ საუკეთესო მიიღოს ჩვენგან, როგორც პროდუქცია, ასევე მომსახურება.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და გარწმუნებთ, რომ ინნოვიტას პროდუქცია შეესაბამება ხარისხის და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს ყველა იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვმოღვაწეობთ, ამასთან ჩვენი თითოეული პროდუქტი CE (ევროგაერთიანების ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი) სერტიფიცირებულია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს საერთაშორისო OEM მომხმარებლებს და ვთავაზობთ სწავლების ფართო სპექტრს, შეკვეთების მოქნილ სისტემას,  ესთეტურ დიზაინს, სათადარიგო ნაწილების დიდ მარაგს და უსწრაფეს მიწოდებას.

About-us-sup-03

ჩვენ ვამცირებთ უარყოფით გავლენას გარემოსა
და მის რესურსებზე!