წყლის გამაცხელებლები
ინნოვიტა გთავაზობთ მაღალი წარმადობის, წყლის გამაცხელებლებს. ხელმისაწვდომია: ფითილზე და იონიზირებული აალების სისტემით მომუშავე, იძულებითი (ტურბინირებული) და ბუნებრივი გაწოვის სისტემით, დახურული და ღია სივრცეებისათვის შესაბამისი მოდელები, ყოველი მათგანი წარმოდგენილია სხვადასხვა წარმადობის და თბოგამოცემის სიმძლავრით.
ტრადიციული წყლის გამაცხელებლისგან განსხვავებით, რომელსაც გაცხელებისათვის დიდი დრო სჭირდება, ამასთან მათი წარმადობა შეზღუდულია და დამოკიდებულია ავზის მოცულობაზე, ჩვენს ყველა გამაცხელებელს შეუძლია მყისიერად და უწყვეტად მოგვაწოდოს განუსაზღვრელი რაოდენობის ცხელი წყალი.
ვინაიდან მას მყისიერად შეუძლია წყლის გაცხელება, არ სჭირდება ავზი, რაც ნიშნავს რომ ის, მეტად ენერგო ეფექტური და ჰიგიენურია, ამასთან იკავებს ნაკლებ სივრცეს ვიდრე გამაცხელებელი, რომლსაც ავზი სჭირდება. მოდელები ინოვაციური იონიზირებული აალების სისტემით, მათი გონიერი აალების სისტემის გამო ისევე მყისიერად ქვრებიან, როგორც მოდიან მოქმედებაში და 30%-ით უფრო ენერგო ეფექტურები არიან, ვიდრე მოძველებული სისტემით მომუშავე გამაცხელებლები.
წყლის სიხისტის დონე ყველა რეგიონში განსხვავებულია და იქ სადაც იგი მაღალია, ამცირებს წყლის გამაცხელებლის წარმადობას. ყველა ჩვენი მოდელი და განსაკუთრებით იონიზირებული, თავისი გონიერი აალების სისტემით, შექმნილია რათა მინიმუმამდე დაიყვანოს წყლის ხარისხის უარყოფითი გავლენა, ამით ზრდის კომპონენტების ვარგისიანობის ვადას და ამცირებს მოვლის ხარჯებს.
წყლის გამაცხელებლები
ხშირად დასმული კითხვები
ზოგადი
რომელია „მაღალი სიმძლავრის“ მოდელი?
მაღალი წარმადობის მოდელი არის 18 ლიტრიანი გამაცხელებელი. გვაქვს ფითილიანი, ასევე იონიზირებული აალებაითა და იძულებითი გაწოვით. ასევე 14 ლიტრიანი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იძულებითი გაწოვით გამაცხელებელს აქვს საკვამურის მონტაჟის განსხვავებული მოთვოვნები.
რომელი მოდელი შეესაბამება მრავალსულიან ოჯახს?
ინნოვიტას ყველა მოდელი არის გამდინარე წყის გამაცხელებელი, ამიტომ ადამიანების რაოდენობა ოჯახში არ წარმოადგენს მოდელის არჩევისას გამსაზღვრელ ფაქტორს.
რა უპირატესობა აქვს ინნოვიტას წყლის გამაცხელებლებს სხვა ბრენდებთან შედარებით?
- ინნოვიტას ხარისხი სხვა ევროპულ კონკურენტებს ტოლს არ უდებს;
- მაღალეფექტურია და დაბალი სამომხმარებლო ფასი აქვს;
- ინნოვიტა გთავაზობთ მოდელების დიდი არჩევანს;
- ინნოვიტას აქვს საუკეთესო სერვისი და სათადარიგო ნაწილების მუდვიმვი მარაგი.
იონიზირებული მოდელები
რა სხვაობაა იონიზერულ და ფითილიან წყლის გამაცხელებლებს შორის?
ფითილიან წყლის გამაცხელებლებში ალი მუდმივად ანთია, მაშინ როცა იონიზებულ მოდელებში ფითილი შეცვლილია „ჭკვიანი“ ანთების სისტემით. იონიზებული სისტემები იძლევა 17% -იან ეკონომიას გაზის მოხმარებაში და ენერგოეფექტურობის უმაღლესი რეიტინგი აქვს. იონიზებულ მოდელებში ასევე საგრძნობლად შემცირებულია გარემოს დაბინძურება.
საიდან იკვებება აალების ელექტრო სისტემა?
ბატარეებით, ან ელექტრო ადაპტერი საშუალებით.
მუშაობს, თუ არა გამათბობელი ელ.ენერგიის მომარაგების შეწყვეტის შემთხვაში?
დიახ, წყალს გამათბობელი ავტომატურად გადაირთვება ბატარეების სისტემაზე.
რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს იონიზებული მოდელები?
ძალიან ცოტას, ბატარეებიც რამდენიმე თვეს ძლებს (დამოკიდებულია გამოყენებაზე).
რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს მოდელებს იძულებითი გაწოვით?
ასეთი მოდელები შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთ ადგილებშიც, სადაც საკვამური მილის მონტაჟისათვის შეზღუდული პირობები გვაქვს.
მონტაჟი
რა ცვლილებებია ჩასატარებელი არსებული მილგაყვანილობის სისტემაში იმისათვის, რომ იატაკზე მდგომი წყლის გამაცხელებლიდან კედელზე დაკიდებულ წყლის გამაცხელებელზე გადავიდეთ?
მილგაყვანილობას დასჭირდება სულ მცირედ დაგრძელება.
ყველა წყლის გამაცხელებლის მონტაჟის ერთნაირი მოთხოვნები აქვს?
არა, მაღალი სიმძლავრის მოდელებს მეტი შეზღუდვა აქვს.
შეიძლება, თუ არა მონტაჟი სააბაზანოებში ან ტუალეტებში?
ინნოვიტა გაფრთხილებთ, რომ ასეთ ადგილზე მონტაჟი საფრთხის შემცველია და არც გარანტიას გასცემს.
Cშეიძლება, თუ არა ერთი წყლის გამაცხელებელის გამოყენება ორი სართულის მოსამარაგებლად?
არა, არ არის რეკომენდებული.
მაქსიმუმ რა დაშორება შეიძლება იყოს წყლის გამაცხელებელსა და მისი მოხმარების ადგილს შორის?
მაქსიმუმ 7-10 მეტრი, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებიზე, როგორიცაა წყლის გამაცხელებლის მოდელი, მილგაყვანილობა, ტემპერატურა…
რამდენია საკვამურის მინიმალური სიმაღლე?
3 მეტრი, თუმცა იძულებითი გაწოვის შემთხვევაში ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს.